თებერვალ-მარტიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები

28/04/2016

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მარტიდან დაწყებული სავალუტო კურსი 11%-ით გამყარდა. შემცირებულია ინფლაცია.

”ასევე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ვალდებულებებზე დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით. უფრო მეტია შემცირება გრძელვადიან სახაზინო ფასიან ქაღალდებზე. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა, რაც შეიძლება დიდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ პროგრესი სახეზეა”, – აღნიშნა გაგუამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0