თევდორეწმინდის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

07/08/2017

2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე თევდორეწმინდის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულ პირველ ეტაპზე შესრულებულია შემდეგი ტიპის სამუშაოები:
მოიხსნა ტაძრის პერიმეტრზე ამორტიზებული კედლის ზედა ფენა; ინტერიერში აღდგენილია კედლის საპირე წყობა უხეშად დამუშავებული ტუფის კვადრებით ქუსლის დონეზე; აღდგენილია ჩრდილოეთის აღმოსავლეთისა და დასავლეთ ფასადებზე საპირე წყობა კირდუღაბის ხსნარზე სუფთად გათლილი ტუფის კვადრებით; საპირე წყობებს შორის სიცარიელე შეივსო ადგილობრივი არსებული ნატეხი ყორე ქვებით კირდუღაბის ხსნარზე; ინტერიერში აღდგენილია პილასტრები სუფთად თლილი ბოლნისის ტუფით ; გათლილია ლავგარდანის ქვები.
შემსრულებელი: მ.გელაშვილი
პროექტის ავტორი: შპს „კამარა“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0