თევდორე კობახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

19/10/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ორგანიზაციებთან – ,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი’’, ,,21-საუკუნე’’ და ,,ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის’’ გაფორმდა.
მემორანდუმს, რომლის მიზანს იურიდიული სფეროს მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა, ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი პროექტების შემუშავება და ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელი აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: გიორგი თევზაძემ, პაატა გაჩეჩილაძემ და ნანა ფირცხალაიშვილმა მოაწერეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0