თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინდა

09/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე სუფსაზე მოქალაქეები თევზაობდნენ აკრძალული იარაღით (ასაფეთქებელი ნივთიერება). მათ მოპოვებული ჰქონდათ წვერას სახეობის თევზი.
შედგა შესაბამისი აქტი. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0