თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სათემო ინიციატივები განხორციელდება

15/01/2018

თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ წარმომადგენლებმა, 15 იანვარს მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.
2018 წლიდან ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გეგმავს პროექტის „ ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“ განხორციელებას, რომლის მიზანია თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. პროექტის ფარგლებში სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით ერთობლივად შერჩეულ ორ სოფელში განხორციელდება: თემის მიერ საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა და ანალიზი, საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავება და შერჩეული პრობლემების მოგვარება სამიზნე თემის, კავკასიური ინსტიტუტის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით.
გიორგი ქორიძემ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ყურადღება გაამახვლა თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორადნუმიც, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ ვალდებულებებს და მხარეთა პასუხისმგებლობებს დაგეგმილი საქმიანობების ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და სოფლის მეურეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0