თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 სკოლა შენდება

03/02/2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-ენაგეთში, საღრაშენსა და ჯვარაში, მოსწავლეები უახლოეს მომავალში სწავლის გაგძელებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ. საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნო.
საგანმანათლებლო დაწესებულებები გათვლილი იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა და აშენდება ღია სპორტული მოედანი. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0