თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილდნენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 700 000 ლარია.

Visited 310 times, 1 visit(s) today