თეიმურაზ მურღულია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა

31/03/2017

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ მურღულიას, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელს ხოსე ბორგინოსა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს გვანცა ჯობავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევისა და გავრცელების სისტემის ახალი რეგულაციები და ამასთან დაკავშირებით, ქართველი გამომცემლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოთხოვნები.
„მოვისმინე რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი, მათ შორის ითქვა, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც ვთავაზობთ გამომცემლებს თანამშრომლობას, არ ვარღვევთ მათ უფლებებს. მსოფლიო გამომცემელთა ასოციაცია თვლის, რომ არსებობს სხვა მოდელებიც, მაგრამ ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობს მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობას… ჩვენ ვაგრძელებთ კოსულტაციებს და მივაღწევთ, რომ საზოგადოების ინტერესი როგორც ხარისხიანი წიგნების ისე, საბიუჯეტო კუთხით, იყოს მთავარი“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ თეიმურაზ მურღულიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0