თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ გოდოგანში იმყოფებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ გოდოგანში იმყოფებოდა, სადაც მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიისკენ მიმავალი გზა შეკეთდა.
მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიას მომლოცველთა დიდი რაოდენობა სტუმრობს, განსაკუთრებით მთავარანგელოზობიდან ბარბარობამდე (21 ნოემბერი-17 დეკემბერი) პერიოდში. აქვეა ბერების საცხოვრებელი სენაკები და ეკლესიის ნანგრევები, რომელიც XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიაში მსახურებას მამა იოსები ატარებს.
იმისათვის, რომ მთავარანგელოზობის დღესასწაულისათვის დასრულებულიყო გზის შეკეთება თერჯოლის ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურიდან“ სრული ტექნიკა იყო მობილიზებული, ტექნიკის დამატება მოხდა ასევე ქუთაისის მერიიდან. მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა უკვე მსუბუქი მანქანითაც შეუფერხებლად შეეძლებათ.

Visited 180 times, 1 visit(s) today