თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები. მოგეხსენებათ, თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და ჩვენ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და იერსახე და მეორე მხრივ, შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც მომავალში დაცული იქნება. ამიტომ ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 140 times, 1 visit(s) today