თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირების პროექტი დასრულდა

21/11/2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირების პროექტი დასრულდა.
“სოფლების გაზიფიცირების პროექტში, სახელწიფო გრძელვადიან რესურს დებს, რომ მოსახლეობამ ეს პროდუქტი მიიღოს. გაზიფიცირება აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და რა თქმა უნდა, სასიკეთოდ აისახება ეკოლოგიაზე, რადგან ნაკლები დატვირთვა ადგება ჩვენს ბუნებას. ყოველ წელს თქვენ ხედავთ, რომ ინფრასტრუქტურა უმჯობესდება. მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი გვაძლევს იმის იმედს, რომ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება კიდევ უფრო მეტს გააკეთებს და კიდევ უფრო მეტი კონტაქტი ექნება მოსახლეობასთან” – განაცხადა მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0