თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას

19/07/2020

კახეთის რეგიონში, 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. ყვარლის მუნიციპალიტეტში ზიანი მიადგა სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პარალელურად, საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქალაქი თელავი დააზარალა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 – ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლი იქნა აღწერილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამოეყო შესაბამისი ფინანსური რესურსი და მოხდება საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული და ნაწილობრივი ამოცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0