თელავს ენერგოვაჭრობის ევროპული ფედერაციისა და ევროპის რეგიონული აკადემიის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ

22/06/2017

თელავს ენერგოვაჭრობის ევროპული ფედერაციისა (European Federation of Energy Traders) და ევროპის რეგიონული აკადემიის (European Academy of the Regions) ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ. შეხვედრა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან – დავით ნაპირელთან გაიმართა. ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს პოტენციალის გაცნობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში, რათა შემუშავდეს სამომავლო ინოვაციური პროექტები, მათ შორის განახლებადი ენერგიის მიმართულებით ევროკავშირის ინსტიტუტებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, დელეგაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ისეთ ინიციატივებს დაუჭირონ მხარი, როგორიცაა ნარჩენების მართვა, რეგიონული დონის განათლების სისტემების მოდერნიზაცია, სტარტაპები. ვიზიტის ოფიციალური მხარდამჭერია ბელგიის მთავრობა.
დავით ნაპირელის განცხადებით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ახლო მომავალში კონკრეტული წინადადებების განხილვა დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0