თელავში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მოეწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თელავში დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა მოეწყო.
ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.
შეხვედრა მიზნად ისახავს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.

Visited 71 times, 1 visit(s) today