თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა. როგორც prof-news-ს კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, აეროპორტს ერთდროულად 20 მცირე ზომის თვითმფრინავის მიღება შეუძლია.
აღნიშნული აეროპორტი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ფრენებს ემსახურებოდა, თუმცა დღეიდან მცირე საავიაციო ტურების მოწყობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებს 6 ორკაციანი და 1 ექვსკაციანი თვითმფრინავი მოემსახურებათ.
როგორც საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ prof-news-ს განუცხადა, თელავის აეროდრომს დაინტერესების შემთხვევაში საერთაშორისო რეისების მიღებაც შეუძლია.
აეროპორტის გახსნას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა საჩვენებელი ფრენებიც.

Visited 265 times, 1 visit(s) today