თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი შვედეთის საელჩოში საქართველოში ერიკ ილესი და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თელავში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტის განხორციელება ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

Visited 156 times, 1 visit(s) today