თელავში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თელავში, ნიკო სულხანიშვილს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,სალოტბარო სკოლა” გაიხსნა, სადაც ბავშვები უსასყიდლოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერას და ტრადიციულ გალობას.
შეკრებილ საოგადოებას ,,სალოტბატო სკოლის” გახსნა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მიულოცა. ქალაქის მერმა ისაუბრა ქართული ფოლკლორის მნიშვნელობაზე და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.
ღონისძიებას დაესწრნენ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ქ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი, კახეთის გუბერნატორის აპარატის, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი. ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი და ქ.თელავის საკრებულოს დეპუტატები.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა,სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. დღეს, ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის.

Visited 205 times, 1 visit(s) today