თელავში ყოველწლიურად თაფლის ფესტივალი ჩატარდება

23/12/2016

კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სამი წელია ფუნქციონირებს არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაცია “კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ტრადიციას და ყოველწლიურად თელავში ჩატარდება თაფლის ფესტივალი (საშობაო ბაზრობა). ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის გამოფენა-გაყიდვა ტკბილი ფესტივალი”. მეფუტკრეებს წარმდგენილი ჰქონდათ ფუტკრის პროდუქტები, სოფლის ნობათი, ჩურჩხელები და თექის ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე ნათია ტატიშვილი, World Vision საქართველოს სათაო ოფისის წარმომადგენლები, კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის თავჯდომარე ლალი სუხიტაშვილი. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თაფლი, ახლად ამოვლებული ჩურჩხელა, გოზინაყი, თაფლის ნამცხვარი “მედოგი და გლინტვეინი. ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს ბენდმა “ღამურებმა” და მომღერალი ბავშვების გუნდმა “ფოლკლორის სახლი”. ფესტივალის პატარა სტუმრები კი სახის მოხატვით იყვნენ გართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0