თელავში ჰიპერმარკეტი ,,გორგია” გაიხსნა

02/06/2017

ჰიპერმარკეტების ქსელმა ,,გორგიამ” საქართველოს მაშტაბით მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია თელავში ალაზნის #75გაიმართა. ჰიპერმარკეტი “გორგია” მენეჯერთან ერთად, თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა და უცხოელმა მომწოდებელმა გახსნეს. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში გორგიას გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0