,,თემობა 2017″ გაიმართა

14/08/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში სახალხო დღესასწაული ,,თემობა 2017“ გაიმართა. 9 სოფლის საერთო სახალხო ზეიმში მონაწილეობა თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა მიიღეს. იქ შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ სახალხო დღესასწაული მიულოცა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ნამუშევრების გამოფენასა და დაგეგმილ სპორტულ აქტივობებს დაესწრო. სახალხო დღესასწაული მეხუთე წელია იმართება და ყოველ წელს უფრო მასშტაბური ხდება. ,,თემობას“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0