თემურ აბაზოვმა სოფელ მარადისში დასრულებული სკვერი მოინახულა

15/02/2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი – დასასვენებელი სკვერი მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ თემურ აბაზოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ მარადისში მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოეწყო დასასვენებელი სკვერი, რომლისთვისაც თანხა 27 819 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოიღობა მავთულბადის ღობით, მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკი, გარე განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები და ფანჩატური. მოზარდებისთვის ფრენბურთის მოედანი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათამშო კუთხე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0