ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა და მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ქალაქის მერი, გამსახურდიას N51 და ქუთაისის N10 -ში იმყოფებოდა , სადაც ეზოების ბეტონის სფარით მოწყობა ხორციელდება. შიდა ეზოების რეაბილიტაციას 9 მიმართულებით შპს „მიმდემი“ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 586 892 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
Visited 103 times, 1 visit(s) today