თენგიზ ფხალაზე კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

07/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ კრინიცას ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 5-7 სექტემბერს პოლონეთში გაიმართა.
თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა ორ პანელზე-“აღმოსავლეთ პარტნიოობის 8 წელი – წარუმატებლობა, წარმატებები, მომავალი” და ,,ევროპა გზაჯვარედინთან – ევროპული პერსპექტივა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის”.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოზე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ მაგალითზე და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი ევროპული გზაა.
,,მრავალი წარმატება იქნა მიღწეული ევროკავშირის დახმარებით. საქართველომ აჩვენა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების პროცესი ქვეყნის ტრანსფორმაციისათვის. ბრიუსელის მომავალმა სამიტმა ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს ასოცირებული ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სუსტი წერტილი უსაფრთხოების განზომილებაა. ქვეყნებმა, რომლებმაც განვითერების ევროპული გზა აირჩიეს, არ უნდა ისჯებოდნენ ამ არჩევანისათვის. ევროკავშირს უაღრესად შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის მათი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული არჩევანის გამო. მით უფრო რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ევროპულ უსაფრთხოებაში. საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა იყოს მზად იმ მომენტისათვის, როდესაც შესაძლებელი გახდება წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება” – აღნიშნა ფხალაძემ.
მან პანელზე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0