თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული, მოეწყო ტურისტული ბილიკი,მღვიმის შიდა ინფრასტრუქტურა, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია და ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე.
ნავენახევის მღვიმე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

Visited 342 times, 1 visit(s) today