თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ჩატარდა

10/02/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის ინიციატივით ჩატარდა. დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები.
აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მერაბ სირაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია. საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისაკენ.
გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0