თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე თავიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე თავიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა – იმის ნაცვლად, რომ გაგვეღრმავებინა თვითმმართველობის რეფორმა, უფრო მეტი არჩევითობა და წარმომადგენლობა შემოგვეტანა, უკან გადაიდგა ნაბიჯები, რასაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ფორსირებულად, საარჩევნო წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი დისკომფორტი კენჭისყრის სუბიექტებისთვს.

„როცა საარჩევნო წელს ხორციელდება ასეთი ცვლილებები, ის რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან ბევრ შეუსაბამობას, ბევრ არევ-დარევას კანონმდებლობაში. გზადაგზა გასწორება ამ ყველაფრის და მუდმივ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა პოლიტიკური პარტიების და ამომრჩევლის, არანაირად არ არის გამართლებული. ის ფაქტი, რომ არსებობდა არჩევითი თანამდებობები – უფრო ლოკალურ წარმომადგენლობას ჰყავდა ეს არჩევითობა, ხოლო დღეს უფრო მსხვილ წარმომადგენლობას ეყოლება, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მივდიოდით იმისკენ, რომ უფრო მეტი თვითმმართველობა უნდა ჰქონოდა ხალხს – ეს იყო კონცეფცია და სულისკვეთება წლების განმავლობაში თვითმმართველობის რეფორმის. ასე შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები წინა არჩევნების დროს. როდესაც ერთ არჩევნებზე ასეთი სულისკვეთებით იქმნება ახალი არჩევითი თანამდებობები და შემდგომ არჩევნებზე უკან ტრიალდება ეს ყველაფერი, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს რომ თვითმმართველობების სასარგებლოდ არ იქნება, ფაქტია“, – განაცხადა ჩიხრაძემ

Visited 160 times, 1 visit(s) today