თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა პროექტი „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ წარუდგინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა პროექტი „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ წარუდგინეს და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე ესწრებოდა.
„მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების“ მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობა, მიმდინარე პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განახლება, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობების ზრდა. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა“ (SDC) და „თანამშრომლობა ავსტრიის განვითარებისთვის“ ორგანიზაციის (ADC) მხარდაჭერით.

Visited 84 times, 1 visit(s) today