თიანეთში ახალი წყალგამტარი მილი მოეწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ჩატეხილი წყალგამტარი მილის აღდგენის სამუშოები დასრულდა. არსებული მილი დაზიანებული იყო და საავტომობილო მოძრაობას აფერხებდა. პროექტის შესაბამისად, მოეწყო ახალი 29 მეტრიანი რკინა-ბეტონის მილი და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სრულად აღდგა. სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 300 ათასი ლარია. პროექტი, 2018 წლის ივლისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.

Visited 157 times, 1 visit(s) today