თიანეთში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

06/08/2017

თიანეთში წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის მხარდაჭერით, გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია სახელწოდებით: “სუფთა საბადური-სუფთა სიონი”. აქციის ფარგლებში 150-მდე მოხალისემ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ტყის, საბადურის ათ კილომეტრიანი მონაკვეთი დაასუფთავა. დასუფთავდა, აგრეთვე, სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია და ტყის შემოგარენი. „მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს ყოველწლიურად ვმართავთ და თიანელები ვაძლევთ მაგალითს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ სამოქალაქო თვითშეგნების დონე და დავანახოთ საზოგადოებას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბუნება, გარემოს დაცვა და შესაბამისად, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.“ – აღნიშნა ლელა ქიტესაშვილმა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ: დუშეთის თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0