თიანეთში საქართველოს ფოსტის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

16/05/2017

თიანეთში საქართველოს ფოსტის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა,რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიურ სერვისებს შესთავაზებს. რებრენდინგის შემდეგ თიანეთის რაიონი რიგით 25-ე სერვისცენტრია თანამედროვე ექსტერიერით და ახალი კონსტრუქციით. სერვისცენტრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაძე. თიანეთის ფოსტის გახსნის პარალელურად მსგავსი სტანდარტების და კონსტრუქციის 4 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა დედოფლისწყაროში, ახმეტაში,ლაგოდეხსა და სიღნაღში. ამასთან თიანეთში ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით თვალი ედევნებინათ კახეთის სერვისცენტრების გახსნის პროცესისთვის. ფოსტის გახსნის შემდეგ სტუმრებმა დაბა თიანეთში მშენებარე თიანეთის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0