„თიბისი ბანკის“ საკითხი არის წმინდა სამართლებრივი საკითხი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს საკითხი არის სამართლებრივი და უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქ ვერ ვისაუბრებ”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, თუმცა, საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„ოპოზიცია საუბრობს ამაზე აქტიურად და ეს მოსალოდნელიც არის მათი მხრიდან, თუმცა, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 62 times, 1 visit(s) today