თოვლის საფარისაგან ინტენსიურად იწმინდება ჭიათურის ქუჩები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, დილიდან თოვლის საფარისაგან ინტენსიურად იწმინდება ჭიათურის ქუჩები. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ გრეიდერი და JCB-ის ტიპის ტრაქტორი ქალაქის ქუჩებს ეტაპობრივად წმინდავდა. დასუფთავების სამსახურის სპეციალისტებმა ქვეითთა გადასასვლელები და ტროტუარები თოვლისაგან გაათავისუფლეს. რთულ მონაკვეთებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ქალაქის ქუჩებზე არსებული ვითარება დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალირა. გამგებელი სოფრომაძისა და პატარიძის ქუჩებზეც იმყოფებოდა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ზურაბ კუპატაძე ორივე ქუჩის მაცხოვრებლებს გაესაუბრა. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს ოპერატიულას ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრის უფროსის ინფორმაციით ჭიათურის რამდენი ქუჩაზე წყამომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრილია და ყველა ქუჩას სასმელი წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება. რაც შეეხება ენერგო მომარაგებას, ენერგო პრო ჯორჯიას ჭიათურის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტრო მომარაგება აღუდგა სოფელ ეწერს, ვაჭევსა და ჯოყოეთს. კომპანიის სპეციალური ჯგუფები ამ დროისათვის ქვაციხეში მუშაობენ, რათა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს.

Visited 281 times, 1 visit(s) today