თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაულს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაულს დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მოსახლეობას ჩაქვისთავობა მიულოცა. უკვე ტრადიციად ქცეულ სახალხო ღონისძიებაზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Visited 175 times, 1 visit(s) today