თორნიკე რიჟვაძე ჩინური უმსხვილესი საინჟინრო კომპანიის GEDI-ს რეგიონულ დირექტორს იუან ჟენბანს შეხვდა

21/09/2017

ჩინეთის ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე ჩინური უმსხვილესი საინჟინრო კომპანიის Guangdong Electric Power Design Institute Co. Ltd of China Energy Engineering Group (GEDI)-ს რეგიონულ დირექტორს იუან ჟენბანს შეხვდა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0