თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის დაცვის მიზნით აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის დაცვის მიზნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, აქციის მიზანია, შეახსენონ მძღოლებს, რომ ტროტუარი ქვეითისაა და მოუწოდებენ, არ დაიკავონ ქვეითის კუთვნილი ტერიტორია.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საპატრულო პოლიციას, აღასრულოს კანონმდებლობა და მოახდინოს ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითებისთვის განკუთვნილი სივრცის გათავისუფლებ, საჭიროების შემთხვევაში კი მოხდეს მათი დაჯარიმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე დაყენებულ ავტომობილის მძღოლებს სტიკერები დაუტოვეს წარწერებით: “აქ არ გააჩერო”, “ტროტუარი ქვეითისაა”.
აქციას ასევე შეუერთდა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

Visited 175 times, 1 visit(s) today