ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გორგაძეებში თურმანიძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილი მიწის მასის გატანა ოპერატიულად მოხდა. ამ ეტაპისთვის საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. უამინდობამ პრობლემები ასევე კვირიკეშიც შექმნა. შიდასასოფლო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Visited 196 times, 1 visit(s) today