თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობას 17 პოლიციელი ემსხვერპლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მიერ გავცელებული ინფორმაციით, თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობას 17 პოლიციელი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი, ანკარაში, სპეცნაზის შტაბ-ბინაში დაიღუპნენ. თურქეთის მეამბოხე სამხედროები აცხადებენ, რომ მათ აიღეს ქვეყანა. ჯარისკაცები, სტამბოლში სტრატეგიულ ლოკაციებზე არიან განლაგებულნი, ხოლო დედაქალაქ ანკარას თავზე ვერტმფრენები დაფრინავს და ისმის სროლის ხმაც. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.

Visited 213 times, 1 visit(s) today