თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება

22/05/2018

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია. რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში, კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასის ჩამოსვლა რამდენჯერმე განმეორდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები, გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0