თუ არჩევნებში ვნახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც

07/06/2016

თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც, -განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დაუბრუნდება ის იმ ცხოვრებას, რომელიც სურდა.

”საინტერესო შეხვედრა მქონდა ”ეროვნულ ფორუმთან” ორი კვირის წინ. მარწმუნებდნენ, რომ არავის უნდა დავეხმარო და არავის პოზიცია არ უნდა დავიჭირო. ჩემს გარეშე რა შედეგს მიიღებდნენ და ჩემი ჩარევით რას, ეს რთული განსასაზღვრია. თუმცა, რატომღაც ესე მგონია დღესაც, რომ მე მაქვს განსაკუთებული როლი, რადგან ისევ ვგრძნობ საზოგადოების ნდობას ჩემს მიმართ. შესაძლოა, ეს გრძნობა მცდარი იყოს და ამას არჩევნებით დავინახავ. მე ვალდებულების განცდა მამოძრავებს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოების, არ უნდა ვუღალატო და მაქსიმალურად გავაკეთო ის, რომ დავეხმარო და ვაჩვენო თუ როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თუ ნახევარზე ნაკლებმა არ დაუჭირა მხარი, გარწმუნებთ, რომ საზოგადოებასაც დავემშვიდობები და თქვენც და დავბრუნდები იმ ცხოვრებას როგორიც მსურდა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0