თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთონ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საეჭვოა, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ”ქართული ოცნება” და პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე მოუწიოს სხვა პარტიებთან კონსულტაციები, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და დეპუტატებიც უამრავ დროს გზაში ხარჯავენ.

”მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ ხდება. სააკაშვილმა მოინდომა და რომ ვკითხე, რას აკეთებ, რაში გჭირდება-თქო, დემონსტრაციას ვერსად გამართავენო. მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს. ეს იყო თურმე ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის. ქუთაისელები ამას საწყენად ნუ მიიღებენ, მაგრამ ძალიან არაეფექტურია ეს. თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთონ და დღეში 6 საათი არ იყვნენ გზაში გამოკიდებული. უამრავი ავარია მოხდა, უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იხარჯება. ეს ყველაფერი ღირს ფული და მიდის ბიუჯეტიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 132 times, 1 visit(s) today