თქვენი მმართველობის “ოქროს ხანიდან” გაგახსენებთ რამდენიმე ქრონიკას, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობას ის 4 ფაქტი გაახსენა, რომელიც პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას შეეხება და დღემდე გამოუძიებელია. ფაქტები შეეხება მოსამართლის თანაშემწის, ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირქტორის ნიკა გვარამიას, ასევე ჟურნალისტ ეკა მიშველაძის შანტაჟის და ფარესაშვილის საქმეს.

“თქვენი მმართველობის “ოქროს ხანიდან” მინდა გაგახსენოთ რამდენიმე ქრონიკა, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული.
1. ვინ დაისაჯა იმ ფაქტზე, რომ მოსამართლის თანაშემწეს აშანტაჟებდნენ და სთხოვდნენ მოსამართლის ოთახში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას?
2. ვინ დაისაჯა იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამიას ხელისუფლება აშანტაჟებდა და ეუბნებოდა, რომ თუ ის არ დათმობდა “რუსთავი 2″-ს, მას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გამოუქვეყნებდნენ.
3 . ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ვინ აშანტაჟებდა? ადამიანი გეუბნებათ, რომ პროკურატურის წარმომადგენელი მივიდა და მისი მიმოწერა გადასცა თქვენ კი საქმეს ვერ იძიებთ.
4. ფარესიშვილზე დღემდე არაფერი არ ისმის.
მაინტერესებს თუ ეს 4 ფაქტი არის წინა ხელისუფლების მიერ დაკვეთილი, მაშინ თქვენ ასეთ უძლურებაში მყოფებს რატომ გქვიათ ხელუსუფლება და თუ ასე არ არის, ადამიანები, რომლებიც ვერ ადგენთ ამ ჩანაწერების წარმომავლობას, როგორ უნდა გაიგოთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს თავდასხმა?!” – განაცხადა ხერხეულიძემ.

Visited 263 times, 1 visit(s) today