თხილის დარგის მწარმოებლებთან ვისაუბრეთ მათ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე და მეთხილეობის განვითარების მნიშვნელობაზ

06/04/2019

თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასა და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელეს თხილის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე. გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ლაშა ჭელიძე თხილის საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„დღეს თხილის დარგის მწარმოებლებთან ვისაუბრეთ მათ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე და მეთხილეობის განვითარების მნიშვნელობაზე. ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან აქტიური კომუნიკაცია და გაეწევა შესაბამისი დახმარება. ასევე დაიგეგმა შეხვედრა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელთანაც“ – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0