თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დეკლარაციის თანახმად, თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია.
სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციების შეაჯერეს. თანამშრომლობა დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.

Visited 125 times, 1 visit(s) today