იაპონიის ელჩს საქართველოში მისიის ვადა ეწურება

21/07/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტოშიო კაიტანისთან, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იაპონიის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა და იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აქტიურ წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში და ტოშიო კაიტანის წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0