ივანდიდის გაზიფიცირება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ამჯერად 650 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფელ ივანდიდში მიმდინარეობს. კომპანიის რამდენიმე ჯგუფი მილების მონტაჟს უკვე ახორციელებს. ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი უკვე მოწყობილია საჰაერო მილები დამონტაჟდება, რიგ შემთხვევებში მილსადენები მიწისქვეშ გაივლის. უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლების კონტუათისა და ნახახულევის გაზიფიცირება. ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქითან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება .

Visited 260 times, 1 visit(s) today