ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახალი დირექტორი პიტერ ვიბლერი.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

Visited 185 times, 1 visit(s) today