ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის,მარკ პრიტჩარდის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობისკენ.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.

Visited 159 times, 1 visit(s) today