ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში არსებული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
შეეხვედრაზე საუბარი შეეხეო, სექტემბერში საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საუბარი, ასევე, შეეხო მთავრობის გარემოსდაცვით, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიას და ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით EBRD-ის მხარდაჭერას.

Visited 113 times, 1 visit(s) today