ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

16/10/2018

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ კიმს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა მესამე ყოველწლიური სამიტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0