ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას. სომხეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
Visited 180 times, 1 visit(s) today